BigMed კლინიკებისთვის: კლინიკის გვერდი და ონლაინ ჩაწერა მთავარ შინაარსზე გადასვლა
კლინიკებისთვის

პაციენტები კლინიკას პოულობენ, ჩანაწერები კი ერთ პანელში მოდის

კლინიკის გვერდი ყველა ფილიალით, ექიმით და ფასით. პაციენტები ეძებენ სპეციალობით, უბნით და ენით და პირდაპირ თქვენს განრიგში ეწერებიან.

424 ჩაწერა ბოლო 30 დღეში
3 ენა: ქართული, რუსული, ინგლისური

რას იღებს კლინიკა

კლინიკის გვერდი ფილიალები, ექიმები, ვიზიტებისა და მომსახურების ფასები, მიმოხილვები — სამ ენაზე.
ონლაინ ჩაწერა პაციენტი ირჩევს ექიმს და დროს, ჩანაწერი კი განრიგში ხვდება.
ჩაწერის ვიჯეტი თქვენი საიტისთვის იგივე ჩაწერა, ჩაშენებული კლინიკის საიტში.
აქციები და ბანერები შეთავაზებებს თავად აქვეყნებთ, ჩვენთან მიმოწერის გარეშე.

კონტროლი მფლობელის ხელშია

კლინიკის პანელი: ყველა ფილიალის ჩანაწერები, ადმინისტრატორების დავალებები, პაციენტების CRM და ანგარიშები. ფილიალის მენეჯერი მხოლოდ თავის ფილიალს ხედავს.

როგორ შემოგვიერთდეთ

  1. განაცხადი ან ზარი განვიხილავთ ფილიალებს, ექიმებს და შესაფერის ტარიფს.
  2. კლინიკას ვამატებთ ფილიალებს, ექიმებს, ფასებს და განრიგს ვავსებთ ჩვენ — ან თქვენი თანამშრომლები, როგორც გირჩევნიათ.
  3. ადმინისტრატორებს ვასწავლით ვაჩვენებთ, როგორ მიიღონ ჩანაწერები და იმუშაონ პანელში.

ფასები

Start 0 GEL
  • კლინიკის გვერდი, 1 ფილიალი
  • ონლაინ ჩაწერის გარეშე
Pro პოპულარული 89 GEL / თვე
  • 5-მდე ფილიალი
  • ონლაინ ჩაწერა
  • ტელეფონი და უფრო მაღლა ძიებაში
  • პასუხები მიმოხილვებზე
Business 299 GEL / თვე
  • 10-მდე ფილიალი
  • კლინიკის პანელი და CRM
  • კლინიკის საკუთარი ლენდინგი
  • აქციები და ბანერები — თავად

პირველი თვე უფასოა. წლიური გადახდისას — 12 თვე 10-ის ფასად. თქვენს სამედიცინო სისტემასთან ინტეგრაცია — მოთხოვნით.

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება ყველა ექიმი არ დავამატოთ?

დიახ. კლინიკის გვერდზე მხოლოდ ის ექიმები ჩანს, ვისაც თქვენ დაამატებთ.

მუშაობს ეს ჩვენს სამედიცინო სისტემასთან?

თქვენს სისტემასთან ინტეგრაციას მოთხოვნით ვაკეთებთ, ფასიან ტარიფებზე.

არის საცდელი პერიოდი?

დიახ, პირველი თვე უფასოა.

ვინ შეიყვანს მონაცემებს?

შეგვიძლია ჩვენ, შეგიძლიათ თქვენ. კლინიკის ადმინისტრატორებს ვასწავლით ჩაწერებთან და პანელთან მუშაობას.

განვიხილოთ თანამშრომლობა

გიპასუხებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.