ვიზიტი: 60 წუთი
კონსულტაციის ენები: ინგლისური — კონსულტაციას ატარებს ამ ენაზე რუსული — კონსულტაციას ატარებს ამ ენაზე ქართული — კონსულტაციას ატარებს ამ ენაზე
აკადემიური დოქტორი (PhD)
საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, საკვერცხის კისტა, საშვილოსნოს ყელის ეროზია, უნაყოფობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მენოპაუზა, HPV, ლაბიოპლასტიკა, ლაპაროსკოპია და ჰისტეროსკოპია
ვიზიტი: 60 წუთი
მე ვარ მარიკა ოთხოზორია, მაღალკვალიფიციური ქირურგ-გინეკოლოგი 20-წლიანი უწყვეტი კლინიკური და საოპერაციო გამოცდილებით. წლების განმავლობაში მიღებული ფართო პრაქტიკული ცოდნა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის რწმენა და თანამედროვე გაიდლაინების მკაცრი დაცვა მაძლევს შესაძლებლობას, თითოეულ პაციენტს შევთავაზო სანდო, უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული დახმარება ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ყველა ეტაპზე.
საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება
ჩემი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის საგანგებოდ საზღვარგარეთ დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში მუშაობამ გადამაწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგილი მაქვს საერთაშორისო სტანდარტები და ინოვაციური ქირურგიული მიდგომები.
ძირითადი მიმართულებები და კომპეტენციები
როგორც ქირურგ-გინეკოლოგი, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ როგორც დიაგნოსტიკაში სიზუსტეს, ასევე მკურნალობის სტრატეგიის ინდივიდუალურ შერჩევას. ჩემს საქმიანობაში ძირითადი ფოკუსი შემდეგ მიმართულებებზეა:
პროფესიული ხედვა და მიდგომა პაციენტთან
მჯერა, რომ მაღალი პროფესიონალიზმი და ადამიანური დამოკიდებულება ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ამიტომ, ჩემს პრაქტიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ პაციენტთან ღია კომუნიკაციას, ინფორმირებულობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და მკურნალობის ყველა ეტაპზე ემოციურ მხარდაჭერას.
„ჩემი მთავარი ამოცანაა, თითოეულ პაციენტს შევთავაზო უსაფრთხო, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სისტემებში მუშაობამ და 20-წლიანმა საოპერაციო გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საუკეთესო შედეგი მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმისა და პაციენტზე გულწრფელი ზრუნვის სინთეზით მიიღწევა.“
• პაციენტის კონსულტაცია, გამოკვლევა, ანალიზების ინტერპრეტაცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობის ინდივიდუალური სქემის შედგენა;
• საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
• მენოპაუზალური სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• საკვერცხის დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• მენსტრუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• კონტრაცეფციისა და მენოპაუზის ჰორმონალური თერაპიის შერჩევა;
• უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• ჰიპერპლასტიკური პროცესების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• საკვერცხის ცისტების, საშვილოსნოს ფიბროიდების, ადენომიოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• საშვილოსნოს ყელის დაავადებების (ეროზია, პოლიპები, პაპილომატოზი, ლეიკოპლაკია); დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• ვულვისა და საშოს ჰიპოპლაზიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• სხეულის მასისა და გირსუტიზმის ინდექსის განსაზღვრა;
• მაღალი ონკოლოგიური რისკის მქონე ადამიანის პაპილომა ვირუსის პერსისტენციის თერაპია და კონტროლი;
• შარდის სტრესული შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობა;
• ვულვოდინიისა და ვაგინიზმის მკურნალობა (საშოს კუნთების ჰიპერტონუსის სინდრომი);
• ოლიგო და ანორგაზმის მკურნალობა.
რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეთიკური გინეკოლოგია
• მცირე და დიდი სასირცხვო ბაგეების რეკონსტრუქცია, რეზექცია და პლასტიკური კორექცია
• მცირე და დიდი სასირცხვო ბაგეების კორექცია მეზოგელით (კონსერვატიულად)
• ვულვის, საშოს და მცირე სასირცხვო ბაგეების ლორწოვნის პლაზმოლიფტინგი და პლაზმოთერაპია
• ვულვის, საშოს და მცირე სასირცხვო ბაგეების ლორწოვნის მეზოლიფტინგი და მეზოთერაპია
• კრაუროზის, სიმშრალის, ვულვის და გარე სასქესო ორგანოების ლორწოვნის კონსერვატიული მკურნალობა (ინდივიდუალური სქემებით)
• G-წერტილის აუგმენტაცია
• ქალთა ანორგაზმიის და ლიბიდოს საქვეითების მკურნალობა ინდივიდუალური სქემებით
• პოსტ ვულვორეზექციული რეკონსტრუქციული ქირურგია
• პერენელევატორ პლასტიკა
• ბოტულინო თერაპია
გინეკოლოგიური მანიპულაციები:
• ბიოლოგიური მასალის აღება ურეთრიდან, საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან, მიკროსკოპული და მიკრობიოლოგიური გამოკვლევისათვის;
• კოლპოსკოპია;
• ვაგინო და ვულვოსკოპია;
• ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ჩადგმა და ამოღება (მათ შორის საშვილოსნოსშიგა თერაპიული სისტემის);
• ჰისტეროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს მილების გამტარიანობის კონტროლი ექოსკოპიის თანხლებით);
• საშოსა და ვულვის ბიორევიტალიზაცია;
• მცირე მენჯში მეზოგელის შეყვანა.
საშვილოსნოს ყელის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა:
• საშვილოსნოს ყელის კონუსისებრი ამპუტაცია კლასიკური და შტურმდორფის მეთოდით;
• საშვილოსნოს ყელის რადიოქირურგიული კონიზაცია;
• საშვილოსნოს ყელის პლასტიკა ბრაუდეს და კლასიკური მეთოდით;
• საშვილოსნოს ყელის რადიოქირურგიული კოაგულაცია და აბლაციო;
• საშვილოსნოს ყელის მაღალი ამპუტაცია.
ვულვისა და საშოს დაავადებების ქირურგიული მკურნალობა:
• საშოსა და ვულვის პაპილომებისა და კონდილომების ამოკვეთა ლაზერით და რადიოქირურგიული მეთოდით;
• საშოსა და ვულვის სიმშრალის მკურნალობა;
• ჰიმენოპლასტიკა (საქალწულე აპკის აღდგენა);
• მცირე და დიდი სასირცხვო ბაგეების პლასტიკა;
• საშოსა და ვულვის, დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების ლიპომების, ათერომების და ფიბრომების ამოკვეთა;
• ვულვისა და საშოს ჰიპოპლაზიის, ვულვის კრაუროზის HIFU (ულტრაბგერითი) თერაპია;
• საშოს კედლების პლასტიკა;
• საშოსა და ვულვის ჰიპერტროფიული ნაწიბურების ამოკვეთა;
• საშოსა სინექიებისა და ტიხრის მოცილება;
• საშოსა და ვულვის კისტების და აბსცესების ამოკვეთა;
• საშოს წინა და უკანა კედლების კოლპოპერინეოლევატოროპლასტიკა ( საშოს კედლების გამოვარდნის დროს მენჯის ფუძის კუნთებისა და ფასციის ფიქსაცია);
• საშოს მოცულობის კორექცია;
• ბართოლინის ჯირკვლის კისტისა და აბსცესის ამოკვეთა;
• ვულვის, საშოსა და ბართოლინის ჯირკვლის კისტის მარსუპილიზაცია;
• ვულვექტომია.
მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები:
• ჰისტეროსკოპია;
• ჰისტერორეზექტოსკოპია;
• საშვილოსნოს ყელისა და ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა (კიურეტაჟი);
• შეწყვეტილი მცირე ვადის ორსულობის დროს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა (კიურეტაჟი);
• საშვილოსნოს ყელისა და გარე გენიტალიების მიზნობრივი ბიოფსია;
• საშვილოსნოს ყელის ექსციზიური (გაფართოვებული) ბიოფსია;
• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ელექტროკოაგულაცია, ლაზერული და რადიოქირურგიული მკურნალობა;
• საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს პოლიპების ამოკვეთა;
• საშვილოსნოს ყელის დისპლაზიისა და სიმსივნის მკურნალობა ფოტოდინამიკური მეთოდით (ინოვაციური ამერიკული მეთოდიკა)
გინეკოლოგიური ოპერაციები ლაპაროსკოპიული და ლაპაროტომიური მეთოდით:
• ლაპაროსკოპიული მიომექტომია;
• ლაპაროსკოპიული ოპერაციები საკვერცხის ნეოპლაზმების (ენდომეტრიოიდული ცისტები, ცისტადენომები, ფიბროადენომები, საკვერცხის ტერატომები) დროს;
• ლაპაროსკოპიული ტუბოტომია; ტუბექტომია;
• საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შემოწმება;
• საშვილოსნოს ექსტირპაცია დანამატებით და დანამატების გარეშე;
• საშვილოსნოს ტანის ამპუტაცია დანამატებით და დანამატების გარეშე;
• ლაპაროსკოპიული ოპერაციები საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს;
• ფალოპის (საშვილოსნოს) მილების პლასტიკა;
• მცირე მენჯის ღრუს ორგანოების შეხორცებების გათიშვა;
• ექტოპიური ორსულობის ქირურგიული მკურნალობა;
• სხვადასხვა ლოკალიზაციის ენდომეტრიოზების ქირურგიული მკურნალობა;
• ოვარიოტომია, ოვარიოექტომია;
• საკვერცხეების სოლისებური რეზექცია;
• საკვერცხის კისტების ათგეზია;
• კონსერვატიული მიომექტომია;
• მეთოდიკა საშვილოსნოს ყელზე საშოს ნაწილში „წინდის“ დადება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში.
• საკვერცხეების ტრანსპოზიცია (საკუთარი საკვერცხის გადანერგვა, შენარჩუნების მიზნით)
ონკოგინეკოლოგია
• მაღალკვალიფიციური სქრინინგული ონკოკვლევები ინოვაციური და მაღალი სტანდარტის (ამერიკული, ევროპული და ისრაელის) პროტოკოლების მიხედვით;
• საშვილოსნოს ტანის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• საშვილოსნოს პათოლოგიათა დანამატების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
• ვულვისა და საშოს პათოლოგიათა დიაგნოსტირება და მკურნალობა;
• ლაზერული, პლაზმური და ფოტოდინამიკური ქირურგია;
• მცირეინვაზიური და ორგანოების შენარჩუნებაზე ორიენტირებული ქირურგიული მკურნალობა;
• ემბოლო თერაპია;