ვიზიტი: 30 წუთი
კონსულტაციის ენები: ინგლისური — ამ ენაზე კონსულტაციას არ ატარებს რუსული — კონსულტაციას ატარებს ამ ენაზე ქართული — კონსულტაციას ატარებს ამ ენაზე
დაიბადა თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ბავშვთა ასაკში მიკო...
სრულად წაკითხვა
ვიზიტი: 30 წუთი
დაიბადა თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ბავშვთა ასაკში მიკოპლაზმური რესპირატორული ინფექციის ეტიოპათოგენეზისა და კლინიკის ზოგიერთი საკითხი“. 1990 წელს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სასუნთქი სისტემის დაავადებების ლაზეროთერაპია ბავშვთა ასაკში“.
მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ბავშვთა და მოზარდთა მედიცინასა და ფიზიოლოგიას, მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას.
არის 600-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის სამი სახელმძღვანელოსა და ხუთი მონოგრაფიის ავტორი. ასევე გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ისტორიულ-გენეალოგიურ თემატიკაზე.
1971–1974 წლებში მუშაობდა ექიმ-პედიატრად საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. 1974 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), სადაც პროფესიული და აკადემიური კარიერის განმავლობაში გაიარა გზა ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტიდან კათედრის პროფესორამდე.
1996 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტს. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი.
1989–2004 წლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით მიმართულებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიასა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში. მათ შორის იყო ლაზერული მედიცინის ლაბორატორია, ახალი სამედიცინო პრეპარატების კლინიკური აპრობაციის ლაბორატორია და ბავშვთა და მოზარდთა ფიზიოლოგიის (ჯანმრთელობისა და განვითარების) ლაბორატორია.
მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 25 დისერტაცია, მათ შორის სამი მეცნიერებათა დოქტორის, 14 მეცნიერებათა კანდიდატისა და რვა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
ხელმძღვანელობდა 20-ზე მეტ საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას და არის დაახლოებით 30 სამეცნიერო კრებულის რედაქტორი.
აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში. რეგულარულად გამოდის რადიოსა და ტელევიზიაში, კითხულობს ლექციებს ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების საკითხებზე და აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებსა და ბროშურებს.