ირაკლი შელია, MD, PhD — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რევმატოლოგი და სამედიცინო რეაბილიტაციის სპეციალისტი.
პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია რევმატოლოგიური და ძვალ-სახსროვანი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. მუშაობს ოსტეოართროზის, გონართროზის, კოქსართროზის, ართრიტებისა და ხერხემლისა და სახსრების სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტებთან.
პრაქტიკაში იყენებს თანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიდგომებს, მათ შორის ულტრაბგერითი კონტროლით სახსარშიდა ინექციებსა და კომპლექსურ სარეაბილიტაციო პროგრამებს.
ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და არის რევმატოლოგიისა და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.